CHAPI
მთავარი კატეგორიები შეკვეთები ფავორიტები შესვლა
🎉 CHAPI — სწრაფი მიტანა მთელ ქალაქში!

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ბოლო განახლება: 17.08.2026 · CHAPI (chapi.ge)

1. რა მონაცემებს ვაგროვებთ

სერვისის მუშაობისთვის ვინახავთ: სახელს, ტელეფონის ნომერს, მიტანის მისამართებს, შეკვეთების ისტორიას და, თქვენი ნებართვით, გეოლოკაციას (მისამართის დასაზუსტებლად და კურიერის ლაივ-ტრეკინგისთვის). კურიერების შემთხვევაში მდებარეობა მუშავდება მხოლოდ ხაზზე ყოფნისას, შეკვეთის მიწოდების უზრუნველსაყოფად.

2. რისთვის ვიყენებთ

მონაცემები გამოიყენება მხოლოდ შეკვეთების მისაღებად და მისატანად, სტატუსის SMS/Push შეტყობინებებისთვის, ქეშბექის დასარიცხად და მომხმარებელთა მხარდაჭერისთვის. მონაცემებს არ ვყიდით და მესამე მხარეს არ გადავცემთ, გარდა მიწოდებისთვის აუცილებელი მინიმუმისა (მაგ., კურიერი ხედავს შეკვეთის მისამართს).

3. შეტყობინებები

Push და SMS შეტყობინებები იგზავნება მხოლოდ თქვენი შეკვეთების სტატუსზე. Push-ის გამორთვა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მოწყობილობის პარამეტრებიდან.

4. შენახვა და უსაფრთხოება

მონაცემები ინახება დაცულ სერვერზე, HTTPS შიფრაციით. ანგარიშის და მასთან დაკავშირებული მონაცემების წაშლა შეგიძლიათ მოითხოვოთ ქვემოთ მითითებულ კონტაქტზე — მოთხოვნა სრულდება გონივრულ ვადაში.

5. ბავშვები

სერვისი განკუთვნილია 18 წელს მიღწეული პირებისთვის.

6. კონტაქტი

კითხვების ან მონაცემების წაშლის მოთხოვნისთვის: 📞 595 51 90 91